50-ზე მეტი მობილური აპლიკაცია, რომელიც ანგარიშიდან ფულს გაჭრით

ვირუსი, რომელსაც მილიონობით ადამიანი იწერს, 50-ზე მეტი აპლიკაციის მიღმა იმალება, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

პროგრამას ExpensiveWall, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების ანგარიშებზე არსებულ თანხას ითვისებს, Google Play store-დან აპლიკაციის გადმოწერისას ავტომატურად აინსტალირებთ.

Check Point-ის მკვლევარების ცნობით, ExpensiveWall დაახლოებით 4.2 მლნ ადამიანმა გადმოწერა.

"ვირუსი მსხვერპლს არეგისტრირებს პრემიუმ მომსახურებებზე ისე, რომ ინტერნეტმომხმარებლებმა არაფერი იციან და თაღლითურად აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რითაც მომხმარებლების ანგარიშებზე ყალბ სერვისებს ააქტიურებს," - აცხადებენ მკვლევარები.

მათი ინფორმაციით, მოკლე ტექსტური შეტყობინების გააქტიურების შესახებ მომხმარებლებმა, უმეტეს შემთხვევაში, არაფერი იციან. ან - ვირუსი აჩვენებს მსხვერპლს ღილაკს Continue და მასზე დაწკაპუნების შემდეგ იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება.

ExpensiveWall მომხმარებლებისგან ითხოვს ბევრ რამეზე წვდომას, მათ შორის ინტერნეტსა და sms-ზე.

ამასთან, Check Point აქვეყნებს აპლიკაციების სიას, რომელიც აღნიშნულ ვირუსს მალავს. ესენია: იხილეთ გაგრძელება