ტოკიოდან ლონდონამდე მატარებელი ივლის

მომავალში ტოკიოდან ლონდონამდე მატარებლით ჩასვლა იქნება შესაძლებელი.

ტრანს-ციმბირული მარშრუტის გავლით 13,5 ათას კილომეტრიანი გზა რუსეთის ხელისუფლების ამბიციური პროექტია. პროექტი „აღმოსავლეთის ზღვაზე“, რომელიც რუსეთს იაპონიასთან დააკავშირებს, 45-კილომეტრიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. სამგზავრო მატარებელი სტარტს ლონდონიდან აიღებს და საბოლოოდ იაპონიის ქალაქ ვაკანაიმდე ჩავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ამ საკითხზე იაპონიის ოფიციალურ პირებთან საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები აქვს. აღნიშნული გეგმის შესახებ ცნობილი გახდა რუსეთში გამართულ „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“, რომელსაც ვლადივოსტოკში პუტინმა უმასპინძლა.

კოკა კვირკველია