ილონ მასკის 8 "შეშლილი" მოსაზრება
ილონ მასკის 8 "შეშლილი" მოსაზრება
8 ოქტომბერი / 2017
„ტესლას“ და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ცნობილია თავისი ინოვაციური იდეებით.
ბევრი სკეპტიკურად უყურებს მის იდეებს და ხშირად მასკს „შეშლილად“ მოიხსენიებს.
"ბიზნეს ინსაიდერი" გთავაზობთ ამერიკელი მილიარდერის იდეებს, რომლის განხორციელებაც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, თუმცა მასკს სჯერა, რომ განახორციელებს მათ.

2024 წელს ტურისტები მარსზე სელფებს გადაიღებენ
SpaceX-მა უკვე დაიწყო პლანეტათაშორის ტრანსპორტირების სისტემის პროექტზე მუშაობა, რომლის კოდური სახელწოდებაც BFR-ია.
„მარსზე სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე ვმუშაობთ, თუმცა მარსზე მოგზაურობას და სელფების გადაღებას ადამიანებიც შეძლებენ“, - ამბობს მასკი.
მარსიანელთა მმართველობა
„ვფიქრობ, მარსზე მმართველობის ყველაზე სწორი ფორმა პირდაპირი დემოკრატია იქნება, ანუ ადამიანები სხვადასხვა საკითხებზე ხმის მიცემას პირდაპირი წესით შეძლებენ“, - ამბობს მასკი.
SpaceX-ის რაკეტები
„იმ მანძილის დაფარვა, რაც ბევრი ადამიანისთვის ხანგრძლივი მოგზაურობაა, ნახევარ საათში გახდება შესაძლებელი ჩვენი რაკეტებით“, - განაცხადა მასკმა ავსტრალიაში გამართულ ასტრონავტთა კონგრესზე.
ადამიანები მარსზე სიკვდილისთვის მზად უნდა იყვნენ
„პირველი მოგზაურობა მარსზე ძალიან სახიფათო იქნება. სიცოცხლის ფატალურად დასრულების რისკი მაღალი იქნება“, - განაცხადა მასკმა.

მარსზე სიცოცხლის სავსე ქალაქები იქნება

როგორც მასკმა Reddit AMA-ზე გამოსვლისას განაცხადა,
მისი სურვილია „წითელ პლანეტაზე“ სიცოცხლე ჩქეფდეს და იქ მისულებს დავხდეთ ყველაფერი, დაწყებული ქარხნებიდან, დამთავრებული პიცერიებით.
მარსზე სიკვდილი ცუდი იდეა არ არის
„თუ გარდაცვალებისთვის ადგილის ძიებაში ხართ, ჩემი აზრით, მარსი ცუდი არჩევანი არ არის“, - განაცხადა მასკმა.
ჩვენ უკვე კიბორგები ვართ
მასკის თქმით, ჩვენი ციფრული შესაძლებლობები, ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ისეთივე სუპერძალას გვაძლევს, როგორიც კიბორგებს აქვთ.
„თქვენ იმაზე მეტი ძალა გაქვთ, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტს 20 წლის წინ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვას უპასუხოთ, პლანეტის ნებისმიერ წერტილში მიმდინარე მოვლენებს ადევნოთ თვალი და უყუროთ ინტერვიუებს, ვისთანაც გინდათ. თქვენ შეგიძლიათ წარმოუდგენელი საქმეები აკეთოთ და მილიონობით ადამიანს ეკონტაქტოთ მეილების მეშვეობით“, - მიაჩნია მასკს.
ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ჩვენი ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე იყოს
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ უნდა არსებობდეს საკანონმდებლო რეგულაცია, შესაძლოა ეროვნულ ან სულაც საერთაშორისო დონეზე, რათა რაიმე სისულელე არ ჩავიდინოთ. ხელოვნური ინტელექტით ჩვენ ეშმაკს ვიწვევთ“, - აღნიშნავს მასკი.
კომენტარები (1)
11.10.2017
ლუკა
ილონ მასკი საკუთარ ხედვებს აფუძნებს პრაგმატიზმზე და ფილანტროპიაზე. პრაგმატიზმია ის რომ დედამიწის მოსახლეობა იზრდება, ხოლო დედამიწის ფართობი არა. ამიტომ კაცობრიობა ვეღარ დაეტევა ამ პლანეტაზე და ეს პლანეტა ვეღარ გამოკვებავს გაზრდილ მოსახლეობას. საჭირო გახდება ახალ პლანეტებზე დასახლება, ისე როგორც დედამიწაზე კოლონიებში მიდიოდა ხალხი ადრე ამერიკაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. ფილანტროპია არის ის რომ მასკი საკუთარ სახსრებს აბანდებს მის წამოწყებებში, მისივე ფულს ამატებს რადგან თანხების მოზიდვა ადვილი არ არის. მასკის ბიზნესები დედამიწის და ადამიანების ჯანმრთელობას ეფუძნება, რესლას მანქანები სრულად ელექტროფიცირებულია. სოლარ სიტის მზის პანელები და ბატარიები მზის ენერგიას იყენებს ქალაქების და კუნძულების ენერგომომარაგებისთვის. სპეისექსის რაკეტები მრავალჯერადი გამოყენების არის. ასე რომ ამ ადამიანს კაცთმოყვარე ბიზნესმოდელი აქვს მისი მოვაწეობის ამოსავალ წერტილად. იგი იმსახურებს დიდ პატივისცემას.
მსგავსი სიახლეები
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს.
მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსი მოეწყობა. ამის შესახებ, გუშინ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჩრდილოკორეული კომპანიები ჩინეთში 2018 წლის იანვარში უნდა დაიხუროს.

ხობში მდებარე თაბაშირ-მუყაოს ფილებისა და მშრალი სამშენებლო მინარევების ქარხანა 5 მილიონ დოლარად იყიდება. ქარხანა 2,8 ჰექტარ კერძო მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.

დედოფლისწყაროში, კირქვის ქარხანა "არწივის ხეობა" გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი დინასტიების სიას სათავეში უდგას საუდის არაბეთის მმართველი ალ-საუდების სამეფო ოჯახი, რომელიც ქვეყანაში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს.
ალბათ დამეთანხმებით, რომ სათამაშო ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დეტალია.
ავტომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla Inc ახალი Model 3-ის გამოშვებისთვის საჭირო თანხების მოსაზიდად 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციებს გამოუშვებს.
"ტესლას" მწარმოებელმა, მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი ეკოლოგიური ავტომობილის ახალი მოდელი გამოუშვა. ამ მომენტისთვის, ხუთადგილიანი სედანი - Model 3 "ტესლას" ყველაზე იაფფასიანი ავტომობილია.
ულტრა-მდიდრული კლასის ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა განახლებული Phantom წარმოადგინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
19.10.2017
ნიდერლანდების სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ გემერტში ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილი 3D-ში ამობეჭდილი ხიდი გაიხსნა.
სრულად
19.10.2017
"პალიტრა მედიის" ორგანიზებით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორკშოპი, სახელად "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" გაიმართა.
სრულად
18.10.2017
კომპანია Apple-ის სმარტფონებში ახალი მოდელი უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე მისი წინამორბედი.
სრულად
18.10.2017
"პალიტრა მედიის“ ორგანიზებით, ვორკშოპი თემაზე „ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები“ გაიმართება.
სრულად
13.10.2017
2018 წელს „ფეისბუქი“ ვირტუალური რეალობის სლემს, სახელწოდებით Oculus Go წარმოადგენს.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14665-ე