Bitcoin mining - ეს არის პროცესი, რომელიც კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში ამატებს ტრანზაქციებს და ამავდროულად ხსნის ახალ ბიტკოინებს არსებულ სისტემაში.
ეს პროცესი თავის თავში მოიცავს კომპიუტერული ენერგიის მოხმარებას რთული მათემატიკური პაზლის მექანიზმში. Bitcoin mining - ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი ბიტკოინის უსაფრთხოებაში - სირთულე მას ხდის ფაქტობრივად, მიუწვდომელს შეტევებისთვის.
რა არის Mining Pool?
მაინინგი ამ დროისთვის მეტწილად ხორციელდება მსხვილ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში, სადაც თავმოყრილია დიდი რაოდენობით მაინის მოწყობილობები - ასეთ ადგილებში ჰეშირებული ენერგია მიმართულია პირდაპირ ამ „მაინების აუზისკენ“. Mining Pool ეს არის - მაინების ჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობენ და შეთანხმებისამებრ იყოფენ იმ ჯილდოს, რომელსაც მიიღებენ განბლოკვის შემთხვევაში.
რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი Bitcoin-ის მაინი?
Bitcoin-ის მაინების პროცესი იმდენად კომპლექსური პროცესი გახდა, რომ მასში ჩართული კომპიუტერებისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგია უბრალოდ გაზომვადი გახდა. შესაბამისად, ქვეყნები, სადაც ბიტკოინის მაინების უმეტესობა არის განლაგებული, გეოგრაფიულად ადვილად საპოვნია იქ, სადაც ახალი ტექნოლოგიები არა მხოლოდ მოწინავეა, არამედ იქ, სადაც იაფია ელექტროენერგიაც. შესაბამისად, მაინების თავმოყრის ტენდენცია სწორედ ასეთ ქვეყნებშია მაღალი.ამას კი ემატება ის ფაქტი, რომ ქვეყნებში, სადაც მაინების განლაგება ხდება, ყალიბდება სხვადასხვა სპეციალიზირებული, ცენტრალიზებულად სტრუქტურირებული კომპანიები, რომლებიც წარმართავენ მაინინგის პორცესს. მაინინგის პროცესის მიმდინარეობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა თუ დაიკვეხნის. შესაბამისად, ძალიან ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ ბიტკოინების წარმოება და ექსპორტირება.
საქართველო
საქართველოში მოქმედი კომპანია BitFury, ბიტკოინების მაინების ბიზნეს სეგმენტში უმსხვილესი მოთამაშეა - ის აწარმოებს ბიტკოინის სტრიმინგ მოწყობილობებს, ავითარებს მათ და ყიდის ბიტკოინის ბიზნესით დაინტერესებულ მომხმარებლებზე. Bitfury ეს გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში, რომელსაც აქვს მომსახურების სრული სპექტრი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. 2016 წლისთვის BitFury-ზე მოდიოდა ყველა არსებული ბიტკოინის 15 %.კომპანიის მონაცემთა ცენტრი თბილისში, თბილისის შემოვლით გზაზე მდებარეობს და მას აქვს ოფისი, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შროის: სანფრანცისკოში, ტოკიოში, ლონდონში, ვაშინგტონსა და ამსტერდამში.
ჩინეთი
ჩინეთში ბიტკოინის მაინების ყველაზე დიდი ნაწილია განთავსებული და ახდენს კიდეც ყველაზე მეტი ბიტკოინის ექსპორტს. ეს უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იაფი ელექტროენერგიით - ჩინეთის ბიტკოინებზე მოდის ჰეშირებული ენერგიის უდიდესი ნაწილიც. შესაბამისად, მაინების ყველაზე მსხვილი „აუზები“ სწორედ ამ ქვეყანაშია განლაგებული.აშშ
როგორც კომპანია 21 Inc-ის სამშობლო, რომელიც თავის მხრივ გახლავთ ბიტკოინების მაინების უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში, აშშ ბიტკოინის უმსხვილესი ქვეყანაა. კომპანია მდებარეობს კალიფორნიაში და დაბალი ენერგიის მომხმარებელი მაინების ყველაზე დიდი მწარმოებელია, შესაბამისად ის გახლავთ მისი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორიც. კომპანიის ჰეშირებული ენერგიის უმეტესობა თავს იყრის სწორედ 21 Inc-ის კუთვნილი მაინების აუზში და 2016 წლისთვის ამ კომპანიაზე მოდიოდა მსოფლიო ბიტკოინების 3%.რაც შეეხება სხვა ბიტკოინის მაინებს, ისინი განლაგებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მათი საერთო წილი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამ სამ ქვეყანაში და საერთო ჯამში მათზე ბიტკოინების ბაზრის 20% მოდის.
კოკა კვირკველია
წყარო: blog.iqoption.com