ორბიტაზე უფასო ინტერნეტის თანამგზავრებს დღეს გაიტანენ

კერძო აეროკოსმოსური კომპანია SpaceX რაკეტა Falcon 9-ს გაუშვებს. საუბარია ორი თანამგზავრის ორბიტაზე გატანაზე.

ერთ-ერთი მათგანი იქნება სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც დაფინანსებულია ესპანეთის სამხედრო სტრუქტურის მიერ, ხოლო მეორე ეს იქნება მომცრო ზომის ორი თანამგზავრი, რომელიც კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელის ილონ მასკის განზრახვას - დედამიწისთვის უფასო ინტერნეტის მიწოდებას - ითვალისწინებს wi-fi საშუალებით.

ეს იქნება თავისუფალი ინტერნეტის გამავრცელებელი სატელიტის პირველი პროტოტიპი ორბიტაზე.

რაკეტის გაშვება კალიფორნიაში მდებარე Vandenberg Air Force Base -დან ადგილობრივი დროით 6:17 წუთზე მოხდება.

შეგახსენებთ, კომპანია SpaceX-მა რამდენიმე კვირის წინ შეიტანა განაცხადი დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაშვების თაობაზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ უფასო Wi-Fi მთელს პლანეტაზე.

ილონ მასკის კომპანიის განაცხადში წერია, რომ კომპანია გეგმავს ორბიტაზე 4425 თანამგზავრის გაშვებას, რომელიც დედამიწის ყველა მცხოვრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს 1 გბ-იანი სიჩქარის უსადენო ინტერნეტით. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 800 თანამგზავრის გაშვება, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიას დაფარავენ.

კოკა კვირკველია