კოსმოსურ სადგურ-სასტუმრო „ავრორაში“ ყველა ნომერი უკვე დაჯავშნილია

რამდენიმე წლის წინ, ილონ მასკმა თავის ელექტრომობილებზე შეკვეთების მიღება ისე დაიწყო, რომ ჯეროვნად არავინ იცოდა, რას ყიდულობდა.

მისმა მიდგომამ არაერთ ავტომწარმოებელს და ინდუსტრიის სხვა სფეროების კომპანიებს, მსგავსი მარკეტინგული სვლების გამოყენების სურვილი აღუძრა.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ორიონ სპან“, რომელიც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე სასტუმროს მოწყობას გეგმავს. სასტუმროს ამუშავება 2021 წელს იგეგმება, თუმცა მასში ნომრების დაჯავშნა უკვე დაწყებულია. სასტუმროს სახელია „ავრორა სპეის ოტელ“. „ორიონ სპანში“ ნომრების დაჯავშნა აპრილში დაიწყო და 72 საათში, ყველა ნომერი ოთხით თვით უკვე დაკავებული იყო.

რეალურად, „ავრორა“ სასტუმრო კი არა, კოსმოსური სადგურის მსგავსი სტრუქტურაა. მას ერთდროულად ექვსი ადამიანის მიღება შეუძლია. ყოველი ტური 12 დღე გაგრძელდება. ადამიანები, რომლებმაც კოსმოსურ სასტუმროში ნომრები დაჯავშნეს ამერიკიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან არიან. მათ 80 000 დოლარი დეპოზიტის სახით აქვთ გადახდილი.

ამ ეტაპზე, „ორიონ სპანის“ კლიენტთა რაოდენობა 60-ს აღწევს. დეპოზიტის გარდა, მათ ჯამში დაახლოებით 9.5 მილიონ დოლარის გადახდა უწევთ. მგზავრობის და სასტუმროში ცხოვრების გარდა, საფასურში ასევე შედის სავარჯიშო პროგრამა, სერტიფიცირება, ასევე მგზავრობა სასტუმრომდე და უკან. კოსმოსში 12 დღის სასტუმროში გატარება მოსაწყენი კი იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, ტურისტები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებენ.

სტუმრები ინტერნეტის უსადენო კავშირითაც უზრუნველყოფილნი იქნებიან.