ციფრული ვალუტის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნები ცნობილია

ციფრული ვალუტებისა და ბლოკჩეინის სისტემების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანა შვეიცარია აღმოჩნდა. ქვეყნების რეიტინგი კონფერენცია BlockShow Europe 2018-ზე წარმოადგინეს.

კვლევაში წერია, რომ ქვეყანაში არსებული დადებითი მარეგულირებელი დინამიკის შედეგად. შვეიცარია აღმოჩნდა ცენტრალური ჰაბი ციფრული ვალუტების პროექტებისთვის მთელი მსოფლიოდან.

„კანტონი ცუგი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტისა და ფონდის სახლი, მათ შორის, Ethereum Foundation-ისთვის, Tezos-ისთვის, Dfinity-ისთვის, Bancor-ისთვის და ShapeShift-ისთვის“ - ნათქვამია კვლევაში.

რეიტინგის ავტორებმა შეისწავლეს კრიპტოვალუტების მარეგულირებლები ევროპის 48 ქვეყანაში და კონფერენციაზე წარმოადგინეს ტოპ ათეული, სადაც არ მოხვდა საქართველო. რაც შეეხება მეორე პოზიციას, იქ გიბრალტარია, მესამეზე მალტა, მეოთხეზე დიდი ბრიტანეთი, ხუთეულს კი ასრულებს დანია. ათეულში ითვლებიან ასევე გერმანია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ფინეთი და ბელარუსი.

კოკა კვირკველია