ქართული წარმოების ქათამი შესაძლოა გაძვირდეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქართველოში ადგილობრივი წარმოების ქათმის ხორცი შესაძლოა გაძვირდეს. მიზეზი  მთავრობის დადგენილებაა, რომლის მიხედვითაც,  მწარმოებელს ვეტერინარული შემოწმებისთვის ერთ ფრთა ფრინველზე 5 თეთრის გადახდა მოუწევს. შესაბამისი ცვლილება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონში შევიდა. როგორც ასოციაცია მომავლის ფერმერში აცხადებენ, ახალი გადაწყვეტილება მეფრინველეობის დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

კომპანია ჩირინას დამფუძნებელი  მთავრობის ახალ დადგენილებას ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, ყველა მსხვილ მწარმოებელს  ისედაც დანერგილი აქვს  ჰასპისა და აისოს სტანდარტები და შესაბამისად ხარისხიც კონტროლდება. აქედან გამომდინარე ვაშაკიძე აცხადებს, რომ  მეფრინველეობის დარგისთვის კიდევ ერთი გადასახადის დაწესება  ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს აუარესებს და ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლის.
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
25.09.2017
26.09.2017
USD
1
USD
2.4804
2.4829
EUR
1
EUR
2.9708
2.9497
GBP
1
GBP
3.3617
3.3497
RUB
100
RUB
4.3075
4.3289