ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარი გახსნა

ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო სტრატეგიული მდებარეობით გამოირჩევა, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მან სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართება.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში.

თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის - ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.