უქმე დღეებთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

უქმე დღეებთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განმარტებით, უქმე დღეებში, კერძოდ, 7, 8 და 10 მაისს შესაბამისი მომსახურების მიღება არ იქნება შესაძლებელი. იმუშავებს მხოლოდ ცხელი ხაზი.

"2024 წლის 7, 8 და 10 მაისს საპენსიო სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ სივრცესა და იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ერთეულებში არ იქნება შესაძლებელი სააგენტოსთან დაკავშირებული მომსახურების მიღება.

აღნიშნულ პერიოდში იმუშავებს საპენსიო სააგენტოს ცხელი ხაზი - 1480, 10:00 დან -17:00 საათამდე",- წერია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური