თომას ჰაკერი - „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის

დღევანდელი „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო ღრმა კოშმარი ხდება ქართველი ხალხისთვის და ევროპული მომავლის შესახებ მათი სურვილისთვის, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტისა და კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა ხალხის დაკარგვის და ლეგიტიმაციის დაკნინების ნიშანია. არა რუსულ კანონს!“, - წერს გერმანელი დეპუტატი.