ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრის მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.

მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი, რასაც ტერეზა ჩერვინსკამ მაღალი შეფასება მისცა.

ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბანკი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით.

„შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალის დირექტორი, ლიონელ რაპაი და ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ლილიანა ბოგუში.

EIB საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება საგზაო, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის შემადგენელი - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის (E60) სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობის პროექტები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.