როგორ გამოიყურება პოსტ მალონის 3 მილიონ დოლარიანი ვილა იუტაში, რომელსაც “აპოკალიფსის ბუნკერი“ შეარქვეს

ოსტინ რიჩარდ პოსტმა, რომელიც უფრო ცნობილია თავისი სასცენო სახელით - პოსტ მელონი, წარმატებამდე უამრავ სხვადახვა ამპლუაში სცადა ბედი. 14 წლის ასაკში მან მის სასცენო სახელად Post Malone შეარჩია და დაიწყო მიქსტეიპების შექმნა. მოგვიანებით კი, მუსიკის შესაქმნელად და ჩასაწერად, ლოს-ანჯელესში გადავიდა.

SoundCloud-ის საშუალებით, რეპერმა მნიშვნელოვანი ნახვები მოიპოვა, მისმა სიმღერამ White Iverson, ოცდაათი დღის განმავლობაში მილიონი ნახვა მიიღო. Republic Records-თან ხელმოწერის შემდეგ, მელონი თანამშრომლობდა მუსიკალური ინდუსტრიის დიდ სახელებთან, მათ შორის, ქანიე უესტთან. დიჯეის პირველმა სტუდიურმა ალბომმა Stoney-მ ასტრონომიულ წარმატებას მიაღწია, Rockstar-მა კი Billboard Hot 100-ის ნომერ პირველი ადგილი დაიკავა.

თავისი მუსიკის, შოუების და ლაივ შეთავაზებებით რეპერმა 45 მილიონ დოლარზე მეტი წმინდა ქონება დააგროვა.

მალონმა 2022 წლის იანვარში იუტაში საოცარი ვილა შეიძინა. მედია მას “აპოკალიფსის ბუნკერს“ უწოდებს. ბევერლი ჰილზის ნაქირავები სახლიდან გასვლის შემდეგ, ის ახლა მისი მუდმივი რეზიდენცია გახდა.

cyhrft54wi6o4ro-1663334645.jpg

სოლტ ლეიკ სიტის დედაქალაქში მდებარე რეზიდენცია, კოტონვუდის კანიონის შესასვლელთან მდებარეობს. TMZ-ის ცნობით, სახლი 6,75 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და კანიონის, მთებისა და ქალაქის განსაცვიფრებელ ხედებს ფლობს. თავად სასახლე 12,702 კვადრატული ფუტია.

ადგილს აქვს შიდა და გარე საცხოვრებელი. სახლის ნაწილი ბუნებასთან არის შერწყმული. დეკორში გამოყენებულია სხვადასხვა ბუნებრივი ელემენტები.

hytresz-jh5u4ii-1663334678.jpg

მთავარ შესასვლელში დიდი, მოხრილი მინის კარი პირდაპირ ფოიესკენ იღება, რომელსაც ცენტრში კლდის სტრუქტურა აქვს. მისაღები ოთახი ასევე აღჭურვილია დიდი თავისუფალი კლდის კედლით, ჩაშენებული ბუხრით და როიალით.

hyrsxj6ioo-1663335195.jpg

სახლი პირველად 1986 წელს აშენდა, მაგრამ დღემდე უამრავი ცვლილება განიცადა.

როგორც E Online-მა აღნიშნა, სახლს აქვს ხუთი საძინებელი და ექვსი სველი წერტილი. თითოეულ ოთახს აქვს იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები, რომლებიც გთავაზობთ ულამაზეს ხედებს და მწვანე მცენარეებს ყველა კუთხეში.

ბარი განთავსებულია მისაღებში, სამზარეულო კი ყველა შეფ-მზარეულის ოცნებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მას მივყავართ არაფორმალურ სასადილომდე, 10 ადგილიანი სასადილო მაგიდით.

hfc-hnresztjk5o-1663334707.jpg

მთავარ საძინებელს აქვს მინის კედლები. სააბაზანოში კი არის მარმარილოს კედლები, აბაზანა და მინის შხაპი.

მალონის საკუთრებას აქვს ღვინის მარანი, ფიტნეს დარბაზი და სამუშაო ადგილი. 6,75 ჰექტარ ფართზე აგებულია ცალკე ლუქსი სტუმრებისთვის, კერძო ოფისი და საკონფერენციო დარბაზი. პოსტ მელონმა ასევე აღნიშნა, რომ მალე საკუთარ ქონებაზე ხმის ჩამწერი სტუდიის აშენებას გეგმავს.

hyrsju7y6oo-1663334721.jpg

ბუნკერის დამატება

იუტას სახლი თვალწარმტაცია ღია ცის ქვეშ. მას აქვს გარე სამზარეულო სასადილო ფართობი, ზაფხულის გარეთ გატარებისთვის. კალათბურთის მოედანი. უკანა ეზოში ასევე არის უზარმაზარი აუზი და ცხელი აბაზანა ჰამაკებითა და ლაუნჯებით.

ცხოვრებით ტკბობა ყოველთვის იყო პოსტ მელონის დევიზი, მაგრამ ის ასევე ემზადებოდა აპოკალიფსის შემდეგ სიცოცხლისთვის.

edwrhr-dfhu4ei-1663334742.jpg

2017 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სურდა სახლისთვის აპოკალიფსისგან თავის დამცველი ბუნკერი დაემატებინა. NY Post-ის ინფორმაციით, მომღერლის განცხადებით მალე ვილას დაემატებოდა მიწისქვეშა საცხოვრებელი ადგილები, სადაც 30 ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

თავად ბუნკერის ფოტოები მედიაში არ ვრცელდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა თავდაცვითი ზონები უკვე დიდი ხანია აშენდა და იგი მომზადებულია ყველანაირი უბედურებისთვის. ბუნკერში არსებობს ულტრათანამედროვე აღჭურვილობა და მარაგი, რომელიც 30 ადამიანის საცხოვრებელ პირობებსა და გამოკვების საშუალებას რამდენიმე წლის განმავლობაში იძლევა.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი