მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 169 794, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 742 247 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 213 261 ვიზიტორი;
- სომხეთი - 138 471 ვიზიტორი;
- თურქეთი - 103 548 ვიზიტორი;
- საუდის არაბეთი - 41 913 ვიზიტორი;
- საქართველო (არარეზიდენტი) – 34 870 ვიზიტორი;
- ბელარუსი - 26 486 ვიზიტორი;
- ისრაელი - 24 125 ვიზიტორი;
- უკრაინა - 19 838 ვიზიტორი;
- ყაზახეთი - 19 509 ვიზიტორი;
- აზერბაიჯანი - 16 623 ვიზიტორი;
- ირანი - 15 244 ვიზიტორი;
- გერმანია - 8 055 ვიზიტორი;
- პოლონეთი - 5 893 ვიზიტორი;
- ინდოეთი - 5 467 ვიზიტორი;
- უზბეკეთი - 4 823 ვიზიტორი.