ყაზახეთი იყო და დარჩება ხორბლისა და საკვები პროდუქტების სანდო მიმწოდებლად, პირველ რიგში, ღარიბი ქვეყნებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყაზახეთი მსოფლიოში ხორბლის მწარმოებელი მეშვიდე უმსხვილესი ქვეყანაა. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, გამოვიყენოთ ეს პოტენციალი მსოფლიოში სურსათის დეფიციტთან ბრძოლაში. ყაზახეთი იყო და დარჩება ხორბლის სანდო მიმწოდებლად მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი ღარიბი ქვეყნებისთვის“, - თქვა მან.
მისივე თქმით, აუცილებელია სურსათისა და სასუქების სანქციების რეჟიმიდან თუ ნებისმიერი შეზღუდვიდან გათავისუფლება. პრეზიდენტის განცხადებით, არსებული გლობალური ეკონომიკური და სოციალური რყევები მოითხოვს ქვეყნების კოლექტიურ ძალისხმევას.