„მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მიყვარს თბილისის ძველებური იერი, რაც მას ასეთ განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის“ | ინტერვიუ ბექა ხოფერიასთან

ინტერვიუ აპარტ დეველოპმენტის დამფუძნებელთან ბექა ხოფერიასთან:

აპარტ დეველოპმენტის კონცეფცია ემყარება მშენებლობას ძველ თბილისში, ხედებით ქალაქზე, რატომ აირჩიეთ ეს ნიშა?

მოგეხსენებათ, ძველ თბილისში იშვიათია ახალი მშენებლობა, რადგან ძველი უბნები, სამწუხაროდ ავარიული შენობებით არის სავსე, რაც ინვესტორისთვის ნაკლებად ხელსაყრელია, თუმცა მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მიყვარს თბილისის ძველებური იერი, რაც მას ასეთ განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის სხვა ქალაქებისგან, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მცირედი წვლილი შევიტანო ქალაქის ურბანულ განვითარებაში. ამასთანავე, ასეთი უნიკალური, პანორამული ხედი მთელ ქალაქზე, ალბათ არც ერთ სხვა უბანს არ აქვს, როგორც ძველ თბილისს, რაც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.

ზოგადად, რატომ თბილისი? რით არის გამორჩეული ეს ქალაქი? და რა უპირატესობები აქვს ბინის შეძენას თბილისში?

თბილისი უკვე დიდი ხანია, რაც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი გახდა, ამიტომ ჩვენი გათვლა ითვალისწინებს იმასაც, რომ აქ ბინის ყიდვა შეუძლიათ როგორც საცხოვრებელი მიზნებისთვის, ასევე საინვესტიციოდ. მით უფრო, რომ ჩვენი პროექტები ქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს, რაც მას კიდევ უფრო უზრდის ფასს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მომავალი პროექტები გასცდეს დედაქალაქს და ზღვისპირა ქალაქებისკენაც ავიღოთ გეზი.

287239938-1256089871798785-8022774261736073990-n-1664357166.jpg

რეკორდულ დროში მოახდინეთ ბაზარზე პოზიციონირება და თქვენს აშენებულ პროექტებში ბინებს ძალიან სწრაფად ყიდით, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

ჩვენ მართლაც რთულ დროს დავიწყეთ მუშაობა, პანდემიისას, როცა კომპანიები იხურებოდა და ბევრმა დაკარგა სამუშაო, ჩვენ შევძელით რესურსების მობილიზება. დავიწყეთ და დავასრულეთ პირველი პროექტი ბუხაიძის ქუჩაზე, სადაც მრავალი წლის მანძილზე, მართლაც პირველი, ახალი მშენებლობა იყო, რასაც გასაოცარი ინტერესი მოყვა მომხმარებლების მხრიდან, ამიტომ არ დავაგდეთ ტემპი, შევიმუშავეთ კონკრეტული უბნების განვითარების კონცეფცია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 4 მიმდინარე პროექტი გვაქვს ძველ თბილისში, სადაც ბინების 58% უკვე გაყიდულია. ანუ გამოდის, რომ მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება და სწორედ ამ ბალანსის დაცვას ვდილობთ.

რა გამოარჩევს თქვენს პროექტებს, ქალაქში მშენებარე სხვა პროექტებისგან? რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, ძველი თბილისი ნაკლებად არის განებივრებული ახალი მშენებლობებით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ არ იქნეს დარღვეული სივრცითი დაგეგმარება, შეზღუდულია შენობის სიმაღლე და ვიზუალური ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსთან თანხმდება, რაც, როგორც ჩანს, რთულია ბევრი კომპანიისა თუ არქიტექტორისთვის, ჩვენი ახალგაზრდული გუნდითა და შემართებით კი, ვიბრძოლეთ ბოლომდე და შევქმენით ის პროდუქტი, რომელიც ქალაქსაც ორგანულად ერწყმის და მომხმარებლის კომფორტზეც მაქსიმალურადაა მორგებული. კომპლექსში, გარდა იმისა, რომ უნიკალური, პანორამული ხედებია, გათვალისწინებულია საინტერესო გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, ღია და დახურული აუზები, სპა, ფიტნეს დარბაზი, კაფე თუ ე.წ. CO-WORKING სივრცეები.

ჩვენს ჟურნალს ბევრი უცხოელიც კითხულობს, რომლებიც შესაძლოა ფიქრობდნენ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას ან ამ სფეროში ინვესტირებას, რა რჩევას მისცემდით მათ?

გვიხარია, რომ საქართველო ნამდვილად ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანა გახდა საინვესტიციოდ და ამას ჩვენი გაყიდვების სტატისტიკაც ადასტურებს. დიახ, ის რეგიონალური ჰაბია, საზღვაო თუ სათხილამურო კურორტებით საინტერესო. თბილისი კი 1500 წლის ისტორიის მქონე, უძველესი ქალაქი ისტორიული ძეგლებით. უცხოელ მომხმარებლებს, განსაკუთრებით იზიდავს ხედი ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსიდან, ასევე ყველა ის კომფორტი, რასაც ვთავაზობთ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თუ არაქართველი მაცხოვრებლებისთვის შევქმენით დისტანციური სერვისები და მათ არც კი უწევთ ჩამოსვლა, ისე შეუძლიათ შეიძინონ ბინა. ჩვენი გაყიდვების, დიზაინერების, იურისტებისა თუ ფინანსისტების გუნდი ეხმარებიან კლიენტებს მათთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადებაში, ასევე, თუ კი მომხმარებელი ბინას საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობს, წინასწარ ვუთვლით თუ რა ამონაგები შეუძლია მიიღოს გარკვეულ დროში. გვაქვს მომსახურების სრული სპექტრი - დიზაინის, რემონტის თუ გაყიდვების შემდგომ მომსახურების ჩათვლით.

309030053-1047656982587673-6064625062627651526-n-1664357241.jpg

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კლიენტს, რომელიც აპარტ დეველოპმენტთან ურთიერთობას დაამყარებს?

ჩვენი არსებული კლიენტების უმეტესობა მუდმივად ინტერესდება ჩვენივე ახალი პროექტებით, რაც მათ კმაყოფილებას უსვამს ხაზს, როგორც მშენებლობის ხარისხის, ასევე მაღალი დონის მომსახურებით კმაყოფილების მხრივაც. მათი დადებითი რეკომენდაციები გვაძლევს იმის თქმის ამბიციას, რომ ჩვენთან ურთიერთობა ყველასთვის კომფორტულია, პროდუქტსაც იმას ვაწვდით, რაც მათთვის საჭირო და ხელსაყრელია.

როგორ უყურებთ აპარტ დეველოპმენტის მომავალს, როგორი იქნება ის 5 წლის შემდეგ?

როგორც ზემოთ ვისაუბრე, ჩვენ საკმაოდ რთულ დროს შემოვედით ბაზარზე, რადგან არ გვაშინებს წინაღობები, გვაქვს იმის ფინანსური თუ ადამიანური რესურსი, საინტერესო იდეებს შევეჭიდოთ და განვახორციელოთ. 3 წლის განმავლობაში, კომპანიას არც მეტი, არც ნაკლები, 1000%-იანი ზრდა აქვს როგორც პროექტების მასშტაბის, ისე ფინანსური მაჩვენებლების კუთხითაც. მენეჯმენტისთვის პრიორიტეტულია შევქმნათ ღირებული პროექტები და კლიენეტებს საინტერესო საინვესტიციო გარემო შევთავაზოთ ქვეყნის შიგნით, ასევე, ორიენტირებული ვართ გუნდის ზრდასა და განვითარებაზე და გვჯერა, წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა გველის.

(R)