„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა გაიყიდა.
როგორც ელექტრონული აუქციონიდან ირკვევა, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 65.1 მლნ ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი კი 65 000 000 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ "ქონების საწყისი ღირებულება შეადგენდა 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში
20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა
20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონი მერვედ, 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოცხადდა და დღეს, 30 სექტემბერს დასრულდა.