ქვეყნის შიგნით მივლინებების დაფინანსება ორმაგდება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
კერძოდ, ცვლილებით, საქართველოს ფარგლებს შიგნით, მივლინების დაფინანსება მოქმედი 15 ლარის ნაცვლად, 30 ლარი ხდება.
აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის ნორმატიული აქტები გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. დოკუმენტებში საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებში მივლინების დაფინანსებაც არის განსაზღვრული.
მათ შორის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა შემდეგნაირია:
სრულად ქვეყნების ჩამონათვალი და იქ მივლინების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.