დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - „თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.
დედაქალაქის მერია პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რიყის პარკი
1-ელი და 2 ოქტომბერი
11:00 – 22:00 საათი
ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერისუბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულისფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღისგანმავლობაში იტრიალებს ეკრანზე.
2 ოქტომბერი
19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი.
ლეღვთახევი
1-ელი და 2 ოქტომბერი
11:00 – 20:00 საათი
ორბელიანის მოედანი
1-ელი და 2 ოქტომბერი
11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები;
19:00 – 22:00 საათი
მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.
გუდიაშვილის მოედანი
11:00 – 22:00 საათი
ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერისუბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);
დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
ევროპის მოედანი
პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი
„თბილისობის“ გალა-კონცერტი
მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
2 ოქტომბერი, 20:00 საათი
ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;
„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას - ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.