Visa-მ და ბიზნესფედერაციამ "ქალები მომავლისთვის“ მეწარმე ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა

ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მ საქართველოში She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღა დაიწყო და ბიზნესფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” პარტნიორობით, გამოაცხადა საჯარო კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები - პირველი ადგილის მფლობელს 25 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს კი - 15 000.

Visa-სა და ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" პროექტის მიზანი, ქალი მეწარმეების გაძლიერება და მათი მხარდაჭერაა.

კონკურსის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ, გაიარონ ორდღიანი უფასო ტრენინგები, სადაც დახვეწენ საკუთარ ბიზნესიდეას, მოამზადებენ სპეციალურ პრეზენტაციას და ჟიურის წინაშე წარდგებიან. გაიმართება ე.წ. ფიჩინგ სესია - მონაწილეებს კომისიის წევრების დასარწმუნებლად სულ 90 წუთი ექნებათ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, რომლებიც ფლობენ მცირე ან საშუალო ბიზნესს, უკავიათ მენეჯერული თანამდებობა კომპანიაში, ან აქვთ იდეა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

მონაწილეობის მსურველებმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ჟიურის წინაშე წარდგებიან. საბოლოოდ შეირჩევა სულ ორი გამარჯვებული.

კონკურსის კრიტერიუმების, ვადების და სხვა წესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს:

აპლიკაცია შეგიძლიათ შეავსოთ აქ: