საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე განაცხადა.
რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვიქტორ ჯაფარიძის განაცხადი, რომელიც 3 ოქტომბრით თარიღდება და მოთხოვილია სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. გარიგების საფასური 520 ათასი ლარს შეადგენს.
ვიქტორ ჯაფარიძის მიერ 52%-იანი წილის შეძენამდე, ბოლო 2022 წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, შპს „პოსტვ“-ის წილები შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
როგორც მეწარმეთა რეესტრში ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ სრულად შეისყიდა ნუგზარ რუხაძის, ზვიად ბლიაძის, ანა შენგელიას და ვახტანგ კომახიძის წილები, ასევე თემურ ჭარელაშვილისგან შეიძინა 4%-იანი წილი.
შედეგად გარიგების შემდეგ, „პოსტვ“-ის მეწილეები ასე გამოიყურებიან:
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება. კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია. ამასთან, დეპუტატების გარდა, მოძრაობას რამდენიმე ექსპერტი და ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის რამდენი წამყვანი შეუერთდა.