21 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი ათასობით ადამიანმა დატოვა. მათმა ნაწილმა ასობით ათასი რუბლი დახარჯა ბილეთებში, ნაწილმა კი ამა თუ იმ ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საათები და დღეებიც კი გაატარა. რუსულმა „ფორბსმა“ შეისწავლა, როგორ ტოვებდნენ ქვეყანას რუსები, რამდენი დახარჯეს მათ გაქცევაში და რას გეგმავენ ეს ადამიანები მომავალში.
21 სექტემბრის შემდეგ, ქვეყანა დაახლოებით 700 000-მა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ამ მხრივ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი იყო, სადაც ბევრ მათგანს 4 და 5 დღეც მოუწია გაჩერება. შედარებისთვის: მთელი ივნისის მანძილზე საქართველოში 90 000 რუსი შემოვიდა, რაც ექვსჯერ მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიური პერიოდი.
იხილეთ ასევე: მიიღებენ თუ არა ევროპის ქვეყნები მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს
საქართველოს გარდა, რუსებმა რელოკაციისთვის ასევე ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, თურქეთი აირჩიეს - ამ ქვეყნებში გადასასვლელად ისინი ძირითადად ავიაბილეთებს ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მგზავრობის ღირებულება 1,7-ჯერ გაძვირდა, ხოლო სომხეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში - 2,4-ჯერ.
„ფორბსი“ წერს, რომ ამ ქვეყნებში ჩასული რუსები ცდილობენ, ევროპაში მოხვდნენ.
მათ შორის, სამსახურის შოვნის ყველაზე მაღალი შანსი პროგრამისტებს აქვთ, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ და ინგლისურის B2 დონეს ფლობენ.
იხილეთ ასვვე: „არ მოსულან სამსახურში და აღარც კონტაქტზე გამოდიან“: მობილიზაციის გავლენა რუსულ ბიზნესზე