2021 წლს ბიზნეს სექტორში 744 256 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.6%, 12.5% და 10.3% ). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.4 % ), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა (4.5 %) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.1 %).
„ბიზნესპრესნიუსი" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გთავაზობთ იმ 10 კომპანიის ჩამონათვალს, რომელმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა.
- შპს თბილსერვის ჯგუფი - არასახიფათო ნარჩენების შეგროვება
- შპს პსპ ფარმა - საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
- სს ევექსის ჰოსპიტლები - საავადმყოფოების საქმიანობები
- სს ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის გადაცემა
- სს საქართველოს რკინიგზა - რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
- სს ნიკორა ტრეიდი - საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
- სს გეფა - საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში
- შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია - საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
- შპს ევოლუშენ ჯორჯია - სხვა ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები
- შპს რითეილ ჯგუფი - საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
ინფორმაციისთვის, სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.