მსოფლიოში დღეს არსებული რეალობა ციფრული ვალუტებისთვის სტაგნაციური აღმოჩნდა. მცირდება თითქმის ყველა წამყვანი კრიპტო ვალუტის ღირებულება, მათ შორისაა ბიტკოინიც, რომლის ფასიც 20 000 დოლარს ჩამოსცდა.
როგორ კრიპტო ბაზრის დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, კრიპტოვალუტებზე ფასების შემცირების მიმართულებით ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებები მოქმედებს.
„მე მგონია, რომ დღესდღეობით კრიპტოვალუტებზე ფასების შემცირების მთავარი მიზეზი აშშ-ს ფედერალური სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, არამედ ფედერალური რეზერვები ღიად უპირისპირდებიან კრიპტო ვალუტების ბაზარს. ეს ყველაფერი ამცირებს და ანელებს სამომავლო პროექტებს, ასევე სიგნალია ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ცდილობენ, რომ ინვესტირებისგან თავი შეიკავონ. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო 1,5 წლის განმავლობაში ჩვენ გაყინულ მდგომარეობაში ვიქნებით და მხოლოდ დაგროვების მიმართულებით ვიმუშავებთ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნორმალური საფასო პოზიციის დროს შესყიდვა - დაგროვებას განვახორციელებთ.
1,5 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი გვაქვს, მათ შორის არჩევნებია აშშ-ში და იმედია, რომ რესპუბლიკელები აიღებენ ხელში სადავეებს, რომლებიც კრიპტოვალუტების ბაზრის მიმართ უარყოფითად განწყობილები არ არიან“, - აღნიშნავს ავთანდილ კუჭავა.