„ამ პერიოდისთვის საქართველო გადაიქცა შვეიცარიის მოდელად“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში არსებული რთული და დაძაბული პოლიტიკური გარემოს ფონზე საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც მას უფრო მეტად მოთხოვნადს ხდის უცხოელი სამუშაო ძალის მხრიდან, ეს კი, თავის მხრივ, ბიზნესს კადრების დეფიციტის შეჩერებაში დაეხმარება.
„საქართველო ამ მომენტისთვის გადაიქცა შვეიცარიის მოდელად. ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველგან საცეცხლე წერტილებია, ხოლო საქართველო არის ერთგვარი თავშესაფარი. შესაბამისად, უცხოელი თანამშრომლების ჩამოყვანა წინ მიდის, თუმცა ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც დამაკმაყოფილებელია. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უცხოელი თანამშრომლების ჩამოყვანის ტენდენციის შეჩერება გამორიცხულია, და ის აუცილებლად გაგრძელდება. რამდენიმე ხანში საქართველოში თითქმის ყველა სფერო კადრების დეფიციტის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, ამ დანაკლისის შევსება კი შესაბამისად, უცხოეთიდან შემოსული სამუშაო ძალით მოხდება“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.