ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხი წევრი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით სანქცირებულია. ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმწერილი დოკუმენტი გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ივანიშვილების დეიდაშილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს ტიტე მამაცაშვილს.
ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა 1,4 ათასი რუსული კომპანია და ორგანიზაცია, ასევე რუსეთის 256 მოქალაქე.
ამასთან, სანქცირებულთა სიაშია სამი ქართველი - ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები. სამივე არის რუსეთის მოქალაქე.