გურიაში ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც გადააჭარბა - რეგიონში უძრავი ქონება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება

გურიაში ვიზიტორების რაოდენობამ პანდემიამდელ ნიშნულსაც კი გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს გურიაში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობამ 29.1 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2020 წელს 23.1 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა, 2019 წელს - 26.9 ათასი, ხოლო 2018 წელს - 25.6 ათასი.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონს ჯამში გაცილებით დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს, რადგან 2 წლის განმავლობაში პანდემიის გამო შეჩერებული იყო უცხო ქვეყნიდან შემომსვლელი ვიზიტორების აღრიცხვა.

როგორც ტენდენციებიდან ირკვევა, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ტურისტებისთვის გურია, განსაკუთრებით კი შეკვეთილი, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. შესაბამისად, მზარდია მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. დამსვენებლებს არა მხოლოდ დაქირავების, არამედ შეძენის კუთხითაც გაუჩნდათ ინტერესი, რაც ერთ-ერთი მოტივატორი გახდა „ტოპლაინ ქონსტრაქშენისთვის“, რომ რეგიონში უნიკალური პროექტი განეხორციელებინა.

313114277-487014806784870-7636297300208260716-n-1666946041.jpg

მთავარი ღირებულებები, რის მიხედვითაც პროექტი FIDELIO-ს შექმნა გადაწყდა, არის: უნიკალური ადგილმდებარეობა, საინვესტიციო უპირატესობა, ხედები, ეკოლოგია, ტერასები, არქიტექტურა, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობა, ასევე, დაცული და ადაპტირებული გარემო.

„ტოპლაინ ქონსთრაქშენის“ უპირველესი მიზანი საქართველოს ბაზარზე უახლესი სტანდარტებისა და ხარისხის დამკვიდრებაა, რასაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორების, კონსტრუქტორების, მშენებლებისა და ინჟინრების დახმარებით აღწევს.

313083677-441382218111951-6088148761270638678-n-1666946181.jpg

ამასთან, „ტოპლაინ ქონსთრაქშენისთვის“ მნიშვნელოვანია შექმნას პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მომხმარებელს მისცეს სრული კომფორტი და ამასთან, ხელი შეუწყოს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას.

FIDELIO არის სას­ტუმ­როს ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რომელიც ზღვი­დან 150 მეტრში, ტყის კო­რომ­ში მდე­ბა­რე­ობს და ჯამ­ში 82 პრე­მი­უმ კლა­სის აპარ­ტა­მენ­ტის­გან შედ­გე­ბა.

გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით აშენებულ უძრავ ქონებას მიიღებს, კომ­პა­ნია „ტოპ­ლა­ინ ქონ­სტრაქ­შე­ნი“ მომ­ხმა­რებ­ლებს ენერ­გო­ე­ფექ­ტურ, კე­თილ­მო­წყო­ბილ აპარ­ტა­მენ­ტებს, რე­მონ­ტით, ავე­ჯი­თა და ტექ­ნი­კით ჩა­ა­ბა­რებს.

ამას­თან, კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის: დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, ვი­დეოკონ­ტრო­ლი 24/7-ზე, შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა, კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა და გა­ქი­რა­ვე­ბის სერ­ვი­სი.

313290397-599271155327922-4000720954566552096-n-1666946222.jpg

და კითხვა - რას გულისხმობს გაქირავების სერვისი?

პროექტი Fidelio-ს აპარტამენტები პირადი მოხმარების გარდა, მიმზიდველია საინვესტიციოდაც. უფრო კონკრეტულად, მომავალ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან (სრულად ჩაიბარებენ მენეჯმენტს) გაქირავების კუთხით და მიიღოს შემოსავალი ქართული და ევროპული ბაზრებიდან.

შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ტურისტების მზარდი ინტერესის ფონზე, ეს არის უნიკალური შანსი, არა მხოლოდ შეიძინო უძრავი ქონება, არამედ თავადვე გახდე ვიზიტორების მასპინძელი და ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც კი აქციო.

NS