Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს

Pre-seed აქსელერატორი Founder Institute Georgia მორიგ ღონისძიებას მართავს - ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.

„გაქვს სტარტაპი ან სტარტაპის იდეა? ფიქრობ, რომ გამოცდილი მეწარმეებისგან პირდაპირი და გულწრფელი უკუკავშირი სასარგებლო იქნებოდა? მაშინ შემოგვიერთდი Founder Institute-ის Founder Hotseat ღონისძიებაზე.

დამსწრეებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ბიზნესიდეა ინვესტორთა და ექსპერტთა პანელის წინაშე წარადგინონ და ღირებული უკუკავშირი მიიღონ. თუ იდეის წარდგენა არ გინდა, შეგიძლია, მაინც დარეგისტრირდე, სხვების იდეებს მოუსმინო და ნახო, როგორ აანალიზებენ და აფასებენ ექსპერტები სტარტაპებს. (გაცნობებთ, რომ ღონისძიება ტარდება ქართულ ენაზე.)

ვინ არიან ინვესტორები და ექსპერტები?

  • ქეთი მეფარიშვილი, TWINO-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი
  • გაბრიელ მელივა, Cactus Verify-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • ვალერიან გეგიძე, Team Up-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, აქსელის (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) წევრი

ვის შეუძლია დასწრება?

  • ყველას, ვისაც უნდა, იდეა წამყვანმა მეწარმეებმა შეუფასონ
  • ყველას, ვისაც საწყის ეტაპზე მყოფი სტარტაპი აქვს და ექსპერტების უკუკავშირი სურს
  • ყველას, ვისაც სტარტაპის ან ტექნოლოგიური კომპანიის იდეა აქვს
  • ყველას, ვისაც იდეის წარდგენაში გავარჯიშება და ექსპერტებისგან უკუკავშირი უნდა

ვის შეუძლია იდეის წარდგენა?

აუდიტორიიდან შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც იდეის წარდგენას შეძლებენ. პრეზენტაციის შესაძლებლობა მიეცემა იმდენ ადამიანს, რამდენის საშუალებასაც დრო მოგვცემს.

იდეის წინასწარი რეგისტრაციისთვის ეწვიე ბმულს:

მოსამზადებლად და წარდგენაზე სამუშაოდ, გადადი აქ: http://fi.co/madlibs.

მაყურებლის დასწრება შესაძლებელია!

თუ იდეის წარდგენა არ გინდა, შეგიძლია, მაინც დარეგისტრირდე, მოისმინო სტარტაპის იდეები და ნახო, როგორ აანალიზებენ და აფასებენ ინვესტორები და ექსპერტები ბიზნესებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეგისტრაცია: https://fi.co/.../founder-hotseat-pitch-your-startup-to....