რომელი ქვეყნის მოგზაურები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოში

2022 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 132.1%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს სექტემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 375.6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 161.9 მლნ დოლარს.

რაც შეეხება დანახარჯებს ქვეყნების მიხედვით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო - 95.5

მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა თურქეთი - 35.8 მლნ აშშ დოლარი; სამეულს ასრულებს უკრაინა - 31.5 მლნ აშშ დოლარი.

დანარჩენი ქვეყნების მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი კი ასე გამოიყურება:

დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებიდან ქვეყანამ - 61.7 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო;

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 44.7 მლნ დოლარი;
  • ისრაელი - 31.5 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი - 21.7 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 15.9 მლნ დოლარი;
  • ირანი - 15.2 მლნ დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 11.7 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 10.3 მლნ დოლარი.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, მაშინ საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 522.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

Palitranews

თაია არდოტელი