საერთაშორისო სავალუტო ფონდი ინფლაციის სამიზნე - 3%-მდე მაჩვენებლის მიღწევას მხოლოდ 2024 წლისთვის ელის.
ამის შესახებ მისიის ხელმძღვანელმა ჯემს ჯონმა განაცხადა.
„2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და ინფლაციის შენელებას ველით, საგარეო შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, შემცირებული ფისკალური დეფიციტის და საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტების გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება“, - განაცხადა IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა.
შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, სექტემბერში საშუალო ინფლაციის დონემ საქართველოში 12.4% შეადგინა.