მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში 498 477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 55 874, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 442 603 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 125.9%-ით, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით კი - 858.3%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ 2019 წლის ოქტომბერის მაჩვენებელს კი 36.3%-ით ჩამორჩება.
2022 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება: