საქართველოში ალუმინის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 89.7 მლნ აშშ დოლარის ალუმინი და ალუმინის ნაწარმი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 64.4 მლნ აშშ დოლარს, 39.3%-ით აღემატება.
ქვეყანაში ალუმინის უმსხვილესი შემომტანები არიან:
- თურქეთი - $50.4 მლნ;
- რუსეთი - $13.2;
- ჩინეთი - $5.6 მლნ;
- იტალია - $4.1 მლნ;
- უკრაინა - $3 მლნ.
ისტორიულ მაქსიმუმზეა ექსპორტიც, რომელმაც წელს 29 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წლის მაჩვენებელზე, 23.9 მილიონ დოლარზე 21.5%-ით მეტი. საქართველოდან ალუმინის ნაწარმი ყველაზე დიდი ოდენობით თურქეთში, ჩინეთში, იაპონიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის.