საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი კიდევ გაიზარდა.
Transfermarkt-ის თანახმად, ამჟამად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე კვარაცხელია Transfermarkt-ზე 35 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაისში კი მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენდა.
როგორია სხვა ქართველი ფეხბურთელების ღირებულება? გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართველი ფეხბურთელის ჩამონათვალს:
- ხვიჩა კავარაცხელია (ნაპოლი, იტალია) - 60 მლნ დოლარი;
- გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი) – 25 მლნ დოლარი;
- საბა ლობჟანიძე (ჰათისპორი, თურქეთი) – 3.3 მლნ დოლარი;
- გიორგი ქვილითაია (აპოელ ნიქოზია, კვიპროსი) – 2 მლნ დოლარი;
- ოთარ კიტეიშვილი (შტურმ გრაცი, ავსტრია) – 2 მლნ დოლარი;
- გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვან ბრატისლავა, სლოვაკეთი) – 2 მლნ დოლარი;
- ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი) – 2 მლნ დოლარი;
- ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია) – 1.5 მლნ დოლარი;
- სოლომონ კვირკველია (ნეფჩი ბაქო, აზერბაიჯანი) – 1 მლნ დოლარი;
- გიორგი ბერიძე (ანკარაგუჩუ, თურქეთი) – 1 მლნ დოლარი.