„ახალი სატრანსპორტო ლიგა“ - ანკარა-სტამბოლს შორის ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს

თურქეთის ხელისუფლება ჩქაროსნული მატარებლის ხაზის მშენებლობის პროექტს ამზადებს. ინფორმაციას გაზეთი Star ავრცელებს.

ჩქაროსნული მატარებელი ანკარასა და სტამბოლს შორის იმოძრავებს, რომლითაც მგზავრობის დრო ამ ორ ქალაქს შორის 5 საათიდან 80 წუთამდე შემცირდება.

გამოცემა წერს, რომ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დაიწყო, რომელიც „ქვეყანას ახალ სატრანსპორტო ლიგაში გადაიყვანს.“

ხაზის გამტარუნარიანობა დღეში 240 000 მგზავრს შეადგენს. მატარებლების სიჩქარე 350 კმ/სთ-ს მიაღწევს, ხოლო ბილეთის ღირებულება თვითმფრინავის ბილეთზე იაფი იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ