პარტია „ლელო“ უკრაინაში გენერატორებს გზავნის

პარტია „ლელოს“ სახელით, დღეს უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ჰუმანიტარულ ტვირთში გარდა გენერატორებისა, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთებია.

„პარტია „ლელოს“ სახელით დღეს იგზავნება საკმაოდ სოლიდური ტვირთი, ეს არის ძირითადად გენერატორები, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. იცით, რომ მათ მძიმე ზამთარი აქვთ. ისინი თავიანთი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და მე ძალიან მახარებს ის ფატი, რომ ჩვენს გარშემო ჩვენი მეგობრების სურვილი, ენთუზიაზმი არ ნელდება. ჩვენ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში გამარჯვებამდე,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.