ტურისტულმა პორტალმა, Planet Cruise-მა მსოფლიოს 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობის რეიტინგი გამოაქვეყნა. ინფორმაციას „ევროპუსლი“ ავრცელებს.
ტოპ 10-ეულში ევროპიდან ექვსი საშობაო ბაზრობა მოხვდა. 2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო საშობაო ბაზრობად ნიუ-იორკის Bryant Park Winter Village დასახელდა, ხოლო საუკეთესო ევროპულ საახალწლო ბაზრობად ლონდონის „ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ აღიარეს. ათეულში, ასევე, გერმანიისა და პოლონეთის ბაზრობები შევიდნენ.
მსოფლიოს საშობაო ბაზრობების ტოპ 10-ეული ასეთია:
საშობაო ბაზრობების გამართვის ტრადიცია ფრანკფურტში, 1393 წელს დაიწყო. რემერბერგის მოედანზე ყოველწლიურად თეატრალური წარმოდგენები იდგმება და ტრადიციულ კერძებს ჰყიდიან. საშობაო ბაზრობაზე, ასევე, შოუპროგრამა იმართება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ