ჩინეთში მეორე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მდინარე იანძზე რიგით მეექვსე ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავების ბოლო ერთეული უკვე მიუერთდა გადამცემ ქსელს.
ბაიჰეტანის ჰიდროელექტროსადგური თექვსმეტ 1-გიგავატიან ტურბინას მოიცავს, რაც მას არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიოში მეორე უდიდეს გენერატორად აქცევს.
ელექტროსადგური წლიურად 62.44 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 90.45 მილიონი ტონა ქვანახშირის დაზოგვას და ნახშირბადის გამოყოფის საშუალო მაჩვენებელს 248.4 მილიონი ტონით შეამცირებს.
ჰესის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ინვესტიციების საერთო მოცულობამ 24.38 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.