10 ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხე მსოფლიოში - არაბთა გაერთიანებული ემირატების ნაძვის ხის ფასი 11.4 მილიონ დოლარს აღწევს

ახალი წლისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანა განსაკუთრებულად ემზადება. დედაქალაქებში მთავარი საახალწლო ნაძვის ხეები საზეიმოდ ინთება. 31 დეკემბრის დადგომამდე, ერთი თვით ადრეც კი, ქუჩებში საზეიმო განწყობა სუფევს.

საინტერესოა, რამდენს ხარჯავენ ქვეყნები ახალი წლის მთავარი ატრიბუტის შესამკობად? წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირად ღირებულ საახალწლო ნაძვის ხეს მსოფლიოში 2022 წლის მონაცემებით:

1- Emirates Palace Hotel-მა ნაძვის ხის მორთვაში 11,4 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა

2- Ginza Tanaka Disney Gold ნაძვის ხე – 4,27 მილიონი აშშ დოლარი

3- ჰონგ კონგის Swarovski Crystal 1.8 მილიონ დოლარად არის შეფასებული

4- Takashimaya Preserved ვარდისფერი მინი ნაძვის ხე – 1,8 მილიონი აშშ დოლარი

5- Ginza Tanaka Jewelry Shop Tabletop Tree – 1,6 მილიონი აშშ დოლარი

6- ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ნაძვის ხე – 1 მილიონი აშშ დოლარი

7- Soo Kee Jewellery Shop Diamond Tree – 1 მილიონი აშშ დოლარი

8- Steve Quick Jewelers Gold Tabletop Trees – 500,000 აშშ დოლარი

9- 12 კგ-იანი Ginza Tanaka -ს ნაძვის ხე – 468,000 აშშ დოლარი

10 - Sofitel London St. James შავი კონიაკით მორთული ხე - 55 000 აშშ დოლარი

გთავაზობთ გამორჩეული ნაძვის ხეების ფოტოებს:

1-1672312619.jpg

Emirates Palace Hotel-ში განთავსებული 11,4 მილიონ დოლარიანი ნაძვის ხე ბრილიანტების, ოქროს, მარგალიტების, საფირონებისა და ზურმუხტების აქსესუარებით არის მორთული.

ნაძვის ხეზე ასევე ნახავთ ბრილიანტის ყელსაბამებს და სამაჯურებს.

2-1672312658.jpg

Disney Ginza Tanaka-ს ოქროს ნაძვის ხე - 4,27 მილიონი დოლარი

Ginza Tokyo 4,27 მილიონი დოლარის ღირებულების ნაძვის ხე 2,4 მეტრს აღწევს. მასში წარმოდგენილია დისნეის 50 პერსონაჟი. ხე მთლიანად ოქროსგან არის შექმნილი და მის აწყობას 10 ადამიანი სჭირდება.

3-1672312695.png

ჰონგ კონგის Swarovski Crystal 1.8 მილიონი დოლარად არის შეფასებული

ჰონგ კონგში აეროპორტში სვაროვსკის დიდი ნაძვის ხე დგას. ხე სიმაღლეში 50 ფუტს აღწევს, რომელიც მორთულია ავსტრიიდან ჩამოტანილი 20 მილიონი სვაროვსკის ოქროსა და ვერცხლის კრისტალებით.

4-1672312735.png

ტაკაშიმამ დაამტკიცა, რომ ზომა არ არის საახალწლო ხის მთავარი მახასიათებელი. პარიზის ყვავილების ბუტიკის Claude Quinquaud-ის დიზაინზე დაყრდნობით, ტაკაშიმამ მოახერხა და ნაძვის ხე 40 სანტიმეტრამდე დაიყვანა. თითოეული ვარდის ფურცლებზე არის დამაგრებული ავსტრალიური და აფრიკული წარმოშობის ბრილიანტები. ხე 1,8 მილიონი დოლარი ღირს.

5-1672312822.jpg

ტოკიოში მდებარე საიუველირო მაღაზია Ginza Tanaka ამ სიაში მეორედ ხვდება. ამჯერად წარმოგიდგენთ 6,6 ფუტის სიგრძის ნაძვის ხეს, რომელიც დამზადებულია მბზინავი 24-კარატიანი ოქროსგან. ნაკეთობა 1,8 მილიონი დოლარი ღირს.

6-1672312837.jpg

1964 წლიდან, ვაშინგტონის კაპიტოლიუმში წიწვოვანი მცენარეების მოშენება და სანერგეში შეკვეთილი ხეების გაზრდა მიმდინარეობს. დღესასწაულისთვის კაპიტოლიუმის ეზოში ცოცხალი ხეების გადარგვა ხდება, რათა ისინი შობისთვის სათანადოდ იქნეს მორთული. მთელი ეს პროცესი დიდი ოდენობით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს.

7-1672312859.png

ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხეების ძიებისას სინგაპურის Burgis Junction არ უნდა გამოგვრჩეს. 6-მეტრიანი და 3-ტონიანი ნაძვის ხე მთლიანობაში 21,798 913-კარატიანი ელემენტებით არის მორთული. ხეზე მოთავსებულია სულ 500 ნათურა, რათა მთელი სტრუქტურა ნათლად ჩანდეს. ინსტალაცია ექვემდებარება სადღეღამისო დაცვას.

8-1672312884.jpg

2007 წელს, იუველირ სტივ კუიკს განსაკუთრებული განწყობა ჰქონდა და მან შედევრი შექმნა. 18-კარატიანი მყარი მასალა დაჭრა ბრილიანტებით მოჭედილ პრიალა ნაძვის ხეში. ოქროს ხე დაგვირგვინებულია პლატინისა და ბრილიანტისგან დამზადებული ვარსკვლავით. ვარსკვლავი იხსნება, რაც საშუალებას აძლევს მფლობელს, იგი გულსაკიდად გამოიყენოს.

9-1672312950.jpg

საიუველირო მაღაზია Tanaka ტოკიოში გინზას რაიონში მდებარეობს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ნაძვის ხეებს შორის ძვირფასი ლითონით შექმნილი 12 კგ-იანი ოქროს ნაძვის ხე საპატიო ადგილს იკავებს. მისი ფასი 468,000 დოლარია.

10-1672312975.png

მოდური ლონდონის Sofitel-ის მენეჯმენტი ახალ წელს მეტალის ჩარჩოში 24 კარატი ოქროს 200 მინიატურულ ბოთლს დგამს, რომელსაც ნაძვის ხის ფორმა აქვს. ბოთლებში ლუი XIII გრანდ კონიაკი ასხია. ნაძვის ხე გვირგვინდება ექსკლუზიური ლურჯი ჭაღით. ნაძვის ხე 55 000 აშშ დოლარი ღირს.

წარო: financesonline.com

თეონა რამაზაშვილი