ახალი წელი, სამზადისი და მღელვარება ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური წუთებია, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში განიცდის.
საზეიმო განწყობას საშობაო/საახალწლო საჩუქრებიც აათმაგებს, თუმცა ეს ყველაფერი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ადამიანების ნაწილი ნაძვის ხის მოსართავად დეკორაციებს საკუთარი ხელით ამზადებს, ნაწილი - ყიდულობს და არსებობენ ისეთებიც, ვინც საახალწლო დეკორაციებში მილიონობით დოლარსაც იხდის.
წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირიდ ღირებულ საახალწლო დეკორაციებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვს:
ბროლის შესაფუთი ქაღალდი – 7 549 დოლარი
ძვირად ღირებული საჩუქრების შეფუთვის სერვისმა, კომპანია Rebekah Chol-მა შექმნა სვაროვსკის კრისტალებით დაფარული შესაფუთი ქაღალდი.
სვაროვსკის ხის სადგამი - 14 000 დოლარი
ეს განსაცვიფრებელი ხის სადგამი მოოქროვილია და მორთულია სვაროვსკის კრისტალებით, რაც მას ყველაზე ძვირად ღირებულ ნაძვის ხის სადგომად აქცევს.
ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბალი – 136 000 დოლარი
მარკ ჰუსეის დიზაინით შედგენილ საშობაო მორთულობას დამზადებისთვის 1 წელი დასჭირდა. იგი მორთულია 500 ბრილიანტით, რომელთაგან სამი თითო კარატიანია და გარშემორტყმულია ორი, 188 ლალის თვლისგან შექმნილი რგოლით.
ბრილიანტებით მორთული საშობაო ვარსკვლავი – 950 000 დოლარი
იგი შეიქმნა ლონდონში დაფუძნებული ონლაინ იუველირის 77 Diamonds-ის მიერ.
ოქროს სანტას ფიგურა – 1.6 მილიონი დოლარი
სანტას ჩანთაც კი ოქროსგან არის დამზადებული და ქამარში ბრილიანტია ჩასმული. 18-დიუმიანი ფიგურა შექმნა იაპონელმა გინზა ტანაკამ.
შემონახული ვარდების მინი ნაძვის ხე – 1.8 მილიონი დოლარი
შექმნილ ორნამენტს ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოტანილი 400 ბრილიანტი ამშვენებს.
მყარი ოქროს ნაძვის ხე – 1.95 მილიონი დოლარი
ხე, 2,4 მეტრი სიმაღლისაა და 12 კგ-ს იწონის. ის არის მთლიანად მყარი ოქრო.
ბრილიანტის საშობაო გვირგვინი – 4.6 მილიონი დოლარი
საშობაო გვირგვინი შემკულია 40 ბრილიანტითა და ლალის თვლებით. მას ამშვენებს ყვავილები: როგორიცაა ჰედერას კენკრა, ნობილისი, ლინგობერის და მოცვის ღეროები, ჰელებორუსის ყვავილის თავები და ევკალიპტის ფოთლები.
წყარო: luxatic.com