ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ერთგვარ ტრადიციად რჩება ცივ, სუსხიან საღამოს ოჯახთან ერთად ტელეეკრანების წინ მოკალათება და საშობაო ფილმების ყურება.
მათ შორის ყველა დროის ყველაზე ნახვადი ფილმია “მარტო სახლში“, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და შემქმნელებსაც საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა.
წარმოგიდგენთ 10 ფილმს კოლოსალური შემოსავლით:
სანტა კლაუსი - 1994 (190 მილიონი დოლარი)
1994 წლის სადღესასწაულო კომედიურ ფილმში, სკოტ კალვინის როლს თამაშობს მსახიობი ტიმ ალენი, რომელიც შემთხვევით ხდება თოვლის ბაბუა.
ფილმი მოგვითხრობს მის ყოველდღიურობაზე, როდესაც იგი ცდილობს ახალ ფორმებს შეეგუოს.
“სანტა კლაუსი“ ფინანსურად წარმატებული იყო, მან 190 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და კლასიკად იქცა. აქვს ორი გაგრძელება, სანტა კლაუსი 2 და სანტა კლაუსი 3: გაქცევის პუნქტი.
The Holiday- 2006 წელი (205 მილიონი დოლარი)
რომანტიკული კომედიური ფილმი - The Holiday, რომელიც გამოვიდა 2006 წელს, მოგვითხრობს ორი ქალის შესახებ, რომლებიც წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას იღებენ და ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. ფილმი გამოვიდა 2006 წლის დეკემბერში და 205 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
ელფი - 2003 (225 მილიონი დოლარი)
სადღესასწაულო კომედიაში უილ ფერელი ბადის როლს ასრულებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ჩრდილოეთ პოლუსზე, ელფების მიერ გაზრდილ ადამიანზე, რომელიც ნიუ-იორკში გაემგზავრება თავისი მამის საპოვნელად.
გზაში ბადი იგებს შობის ნამდვილ მნიშვნელობას და სადაც კი მიდის, ყველას ცხოვრებაში სადღესასწაულო ხალისი შეაქვს.
ფილმი ფინანსურად წარმატებული იყო და 225 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Love Actually - 2003 (246 მილიონი დოლარი)
Love Actually არის რომანტიკული კომედიური ფილმი, რომელიც 2003 წელს გამოვიდა.
ფილმი სასიყვარულო ურთიერთობებზეა აგებული. Love Actually ნამდვილი კომერციული წარმატება იყო - სალაროებში 246 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და სადღესასწაულო კლასიკად იქცა.
პოლარული ექსპრესი - 2004 წელი (315 მილიონი დოლარი)
ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნზე დაფუძნებული, პოლარული ექსპრესი არის 2004 წლის ანიმაციური საშობაო კლასიკა, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას.
ბიჭი შობის ღამეს, ჩრდილოეთ პოლუსზე ჯადოსნური მატარებლით მიემგზავრება. ტომ ჰენქსის გახმოვანებულმა ფილმმა საერთო ჯამში 315 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
საშობაო სიმღერა - 2009 წელი (325 მილიონი დოლარი)
საშობაო სიმღერა არის 2009 წლის 3D ანიმაციური ფილმი ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი ჯიმ კერის მიერ არის გახმოვანებული და ფინანსურად საკმაოდ წარმატებული იყო, სალაროებში 325 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ფილმი მოგვითხრობს ძუნწი სკრუჯის ისტორიას და შობის ღამეს მის გარდაქმნას კეთილშობილ ადამიანად.
Dr. Seuss' How The Grinch Stole Christmas- 2000 წელი (345 მილიონი დოლარი)
დოქტორ სეუსის კლასიკური საბავშვო წიგნის ლაივ მოქმედების ადაპტაცია - "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა", გამოვიდა 2000 წელს და მთავარ როლს ჯიმ კერი ასრულებდა.
ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა და სალაროებში 345 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. იგი მოგვითხრობს გრინჩის, ბოროტი არსების შესახებ, რომელსაც სძულს შობა და გეგმავს დღესასწაულის ჩაშლას ვუვილის მაცხოვრებლებისთვის.
მარტო სახლში 2: დაკარგული ნიუ-იორკში - 1992 წელი (358 მილიონი დოლარი)
მარტო სახლში 2: Lost in New York არის სადღესასწაულო ფილმი, რომელიც გამოვიდა 1992 წელს.
ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭის, კევინ მაკკალისტერის ამბავს, რომელიც სახლში მარტო რჩება და მძარცველებს სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის.
ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა, საერთო ჯამში 359 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
მარტო სახლში - 1990 წელი (476 მილიონი დოლარი)
“მარტო სახლის“ პირველმა სერიამ კიდევ უფრო მეტის გამომუშავება შეძლო და მოგებამ 476 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
The Grinch - 2018 (534 მილიონი დოლარი)
The Grinch არის კომპიუტერული ანიმაციური საშობაო ფილმი, რომელიც გამოვიდა 2018 წელს. ბრაზიანი გრინჩის ამბავი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა და 534 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
წყარო: therichest.com