სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ნიშნების განთავსება სავალდებულო გახდა. ახალი რეგლამენტის თანახმად, სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს ამკრძალავი ნიშნები, გამაფრთხილებელი ნიშნები.
ამასთან, სამუშაო სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო გასასვლელის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან გამოსაყენებელი ნიშნებით.
რეგლამენტი ამოქმედდა 2023 წლის 1-ლი იანვრიდან.
ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უბედური შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია.
ახალი რეგლამენტის თანახმად სამუშაო სივრცეში განთავსებული უნდა იყოს:
ამკრძალავი ნიშნები - საფრთხის გამომწვევი მოქმედების აკრძალვისთვის;
გამაფრთხილებელი ნიშნები - დასაქმებულთა და მესამე პირთათვის საშიშროების ან საფრთხის მისათითებლად;
სავალდებულო ნიშნები - დასაქმებულთა და მესამე პირთა მიერ კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად;
საინფორმაციო ნიშნები - დამატებითი ან განსხვავებული ინფორმაციის მისაწოდებლად;
აბრა, ფირნიში, გეომეტრიული ფორმის, ფერისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაცია გამოიყენება - დასაქმებულის და მესამე პირისათვის კონკრეტული მაფრთხილებელი ან საფრთხის შემცველი ინფორმაციის მისაწოდებლად;
მანათობელი ნიშნები განთავსებული უნდა იყოს - დღე-ღამის ბნელ დროს ან გაუნათებელ ადგილებში კონკრეტული ინფორმაციის მისაწოდებლად;
პერიოდულობით გამოსაყენებელი და კომბინირებული ნიშნები კი - დროის გარკვეულ პერიოდში დასაქმებულის ან მესამე პირისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად.