ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ კომპანია Meta 413 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი კი Facebook და Instagram-ის მიერ კონფიდენციალურობის წესის დარღვევა გახდა.
მარეგულირებლის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულმა პლატფორმებმა უნდა გადახედონ საკუთარ იურიდიულ მიდგომებს რეკლამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც Reuters წერს, ახლა ირლანდიის მიერ Meta-ზე დაკისრებული ჯარიმების ჯამური ოდენობა შეადგენს 1,38 მლრდ დოლარს.
ამ დროისთვის ირლანდიური მარეგულირებელი დამატებით 11 საქმეს განიხილავს, რომელიც დაკავშირებულია ამ ამერიკული კომპანიის სერვისებთან.