დედა მენეჯერი - კრის ჯენერი ყველა იმ ბიზნეს წამოწყებიდან, რომლებსაც მისი ქალიშვილები ფლობენ, 10%-ს იღებს. გარდა ბრენდებისა, კარდაშიან -ჯენერები დიდი ოდენობის თანხას სოციალური მედიის პლატფორმებიდანაც გამოიმუშავებენ.
მხოლოდ მათი ბრენდების მიმდევრების შეფასებით, კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ქონება 2 მილიარდ დოლარზე მეტია. კიმ კარდაშიანი ინსტაგრამის ერთი პოსტიდან დაახლოებით 1,4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კაილი და კენდალ ჯენერები, 1,1 და 1 მილიონი დოლარს, ქლოის და კორტნის ერთი პოსტი დაახლოებით 949,000 და 785,000 დოლარი ღირს.
Therichest ვარსკვლავური ოჯახის მედია პოზიციონირების შესახებ დეტალურად წერს:
კაილი ჯენერი - 1 835 000 დოლარი ერთი პოსტიდან
კაილი ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე მაღალშემოსავლიანი წევრია. თავისი კოსმეტიკური ბრენდის გარდა, კაილი მილიონებს თავისი 375 მილიონი გამომწერისთვის ცხოვრების სტილის გაზიარებით გამოიმუშავებს.
HopperHQ-ის მიხედვით, ის მოხვდა ცნობილ ადამიანთა სამეულში, რომლებიც ინსტაგრამზე ერთ პოსტში 1 835 000 დოლარს გამოიმუშავებენ.
კიმ კარდაშიანი - 1 689 000 დოლარი ერთ პოსტში
ოჯახის ყველაზე სკანდალურმა წევრმა 2022 წელს 1 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო და მილიარდერის სტატუსსაც მიაღწია. მისმა 336 მილიონმა გამომწერმა კიმი 2022 წელს სოციალურ მედიაში მეექვსე ყველაზე მაღალანაზღაურებად სელებრითად აქცია.
USMagazine-ის თანახმად, თავად კიმი აცხადებს, რომ უფრო მეტ ფულს შოულობს Instagram-ზე ერთი პოსტით, ვიდრე მთელი KUWTK სეზონი.
კენდალ ჯენერი - 1 290 000 დოლარი ერთ პოსტში
კენდალის 266 მილიონ გამომწერს უყვარს მისი სტილი. იგი თითოეული პოსტიდან Instagram-ზე დაახლოებით 1 290 000 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ბრენდები, როგორიცაა: Pepsi, Estee Lauder, Adidas და Stuart Weitzman და სხვა, მასთან წლებია თანამშრომლობს.
ქლოე კარდაშიანი - 1 320 000 დოლარი ერთ პოსტში
Good America ტანსაცმლის ბრენდის დამფუძნებელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალური მედიის გავლენის ტოპ ათეულშია. ქლოეს Instagram-ზე ჰყავს 282 მილიონი გამომწერი, რითიც იგი დაახლოებით 1 320 000 მილიონ დოლარს იღებს.
DailyMail-ის მიხედვით, ის უფრო ბოდი პოზიტივის კამპანიის მოყვარულია.
კორტნი კარდაშიანი - 785 000 დოლარი ერთ პოსტში
ცნობილია, რომ ვეგანი კარდაშიანი ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პოპულარიზაციას მისი სოციალური პოსტებით. ის კარდაშიან-ჯენერების კლანის ყველაზე ნაკლებად პოპულარული წევრია, 205 მილიონი გამომწერით.
Poosh არის მის მიერ დაარსებული დაბალანსებული ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც ჯანსაღ რეცეპტებს აზიარებს. კორტნი ერთ პოსტში დაახლოებით 785 000 დოლარს გამოიმუშავებს.
კრის ჯენერი - 188 800 დოლარი ერთ პოსტში
ცნობილია, რომ ოჯახის უფროსი მისი შვილების ყველა ბიზნეს წამოწყებიდან 10%-ს გამოიმუშავებს.
შეფასებულია, რომ ერთი პოსტიდან იგი დაახლოებით 188 800 დოლარს გამოიმუშავებს. SCMP-ის თანახმად, მისი წმინდა ქონება დაახლოებით 190 მილიონი დოლარია.
კეიტლინ ჯენერი - 574 000 დოლარი ერთ პოსტში
Wonderwall-ის თანახმად, ოლიმპიური პრიზიორი თითო ზარში და მისალმებაში ფანები 2300 დოლარს იხდიან.
საქველმოქმედო პოსტებისთვის კი კეიტლინი დაახლოებით 10 000-15 000 დოლარს გამოიმუშავებს. მას “ინსტაგრამზე“ 14 მილიონი გამომწერი ჰყავს.
რობ კარდაშიანი - 79 000 დოლარი ერთ პოსტში
რობმა თავისი სოციალური მედია მომგებიან ბიზნესად აქცია თავისი ცხელი სოუსის ბრენდის Grandeza-ს გამოშვებით. 3 მილიონზე მეტი მიმდევარით, ყოფილი რეალითი ვარსკვლავი ერთ პოსტში დაახლოებით 79 000 დოლარს შოულობს.
წყარო: Therichest.com