6 ყველაზე სწრაფად მზარდი ტექკომპანია საქართველოში

მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად მზარდი ტექმიმართულებები დღეს ფინტექი, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება და სესხის გამცემი პლატფორმებია. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება საქართველოში, განსაკუთრებით ფინტექისა და ლენდინგ პლატფორმების მიმართულებით.

რამდენადაც სწრაფად იზრდება ტექკომპანიები, იმდენად დადებითად აისახება მათი გავლენა ეკონომიკაზე. საქართველოში ტექნოლოგიების მიმართ მზაობა მოსახლეობაში მაღალია. მაგალითისთვის, ელექტრონული გადახდების რიცხვი სულ უფრო იმატებს. მოთხოვნის შესაბამისად, ქვეყანაში Apple Pay-ს მსგავსად Google Pay-ც შემოვიდა, შესაბამისად, ფინტექის მიმართულება უფრო ვითარდება.

ტექკომპანიების რიცხვის ზრდა და მაღალი ინტერესი ასევე ხელს უწყობს ინოვაციური სტარტაპების ჩამოყალიბებას. ახალი, აქამდე განუხორციელებელი იდეების გენერირება და მათი დანერგვა დიდი შესაძლებლობების მომტანი შეიძლება იყოს როგორც სტარტაპერებისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ტექკომპანიების შემოდინება და სწრაფი ზრდა საქართველოში მეტ ინტერესს იწვევს შესაბამისი პროფესიების მიმართ, იქნება ეს ვებდეველოპერი, ფინტექმასტერი თუ სხვა. აღნიშნულ სფეროებში დღეს ათასობით ადამიანია დასაქმებული და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება.

საქმიანობის სფეროების მიხედვით საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექკომპანიების ჩამონათვალი კი ასეთია:

GOGA

322847680-5791616614254754-3014363884523898658-n-1673246958.png

როგორც აღვნიშნეთ, საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ერთ-ერთია სწრაფად მზარდ და მოთხოვნად ტექინდუსტრიებს შორის. ინტერნეტმომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპლიკაციების დახმარებით ითვისებენ უცხო ენებს, სწავლობენ სხვადასხვა საგანს, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო, მეცადინეობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაში და სხვა.

GOGA არის კომპანია, რომელმაც ინგლისური ენის შესასწავლად სახალისო გზა იპოვა: ითამაშო, ისწავლო, გამოიმუშაო. სხვადასხვა დავალების შესრულებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ გამოიმუშაონ $GGT და მოიგონ სხვადასხვა საჩუქარი, პარალელურად კი უკეთ დაეუფლონ ინგლისურ ენას.

საინტერესო თამაშებისა და სიმარტივის გამო GOGA მალევე გახდა პოპულარული და მისი მომხმარებლების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

Upgaming

321743823-485269013552373-8956152421893570820-n-1673246998.jpg

Upgaming საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელმაც წელს ოფისები მალტაში და ბულგარეთში გახსნა. ის ქმნის ონლაინ ეკოსისტემებს, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, მას ოფისები აქვს შვეიცარიასა და გერმანიაშიც.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს CRM გადახდისა და ანტი ფროდ სისტემებს, ანტი ფროდ ხელოვნურ ინტელექტის, მარკეტინგული ხელსაწყოებისა და მაღალტექნოლოგიური ვებპლაფტორმების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ Upgaming-ის შექმნილი პლატფორმა ყველაზე ავტორიტეტულმა დაჯილდოებებმა Sigma Europe და GGA შეიყვანეს მოკლე სიებში.

2014 წლიდან Upgaming-მა შეძლო და მოიზიდა ასობით გამოცდილი დეველოპერი, რომელთაც Upgaming-ის პლატფორმის მომხმარებელ კომპანიებს ოპერირებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები შეუქმნეს. 2020 წლიდან დღემდე საქართველოს ოფისის თანამშრომლების რაოდენობა 300%-ით გაიზარდა.

Upgaming-მა საქართველოში შემოსვლის პირველივე წლიდან დაიწყო შეუქცევადი განვითარება, რაც ახლაც გრძელდება. ქვეყანაში დაფუძნების მერვე წელს იგი ისევ ზრუნავს პროდუქტის განვითარებასა და ტალანტების მოძიებაზე, რაც საშუალებას აძლევს თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს და სწრაფად ზრდა განაგრძოს. უფრო კონკრეტულად, აქამდე კომპანია ძირითადად ევროპულ ბაზარზე იყო კონცენტრირებული, ახლა კი პროდუქტების შეთავაზება აფრიკული და აზიური ბაზრისთვისაც დაიწყო.

Payze

319906842-692535555685040-1072234536781660439-n-1673247282.png

Unlimited ways to receive online payments - ულიმიტო გზა, მიიღო ონლაინ გადახდები - ეს ქართული ფინტექსტარტაპი Payze-ია, რომელმაც როგორც ქართული, ისე საერთაშორისო გრანტები მოიზიდა (გახდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, მიიღო 500 startups-ის გრანტი და მოხვდა წამყვან ამერიკულ აქსელერატორში - Y Combinator), განვითარდა და საბოლოოდ გლობალური კომპანია Shopify-ს პარტნიორიც გახდა.

Payze ბიზნესს ფულის მიღებისა და გადახდების მარტივ საშუალებებს სთავაზობს.

CityPay

322219313-519650669966629-3627590679654085987-n-1673247361.jpg

რადგანაც საქართველოში ასე გვიყვარს ონლაინ გადახდები და კრიპტოვალუტა, შეიქმნა კიდევ ერთი ფინტექსტარტაპი, რომელიც Payze-ის მსგავსად სწრაფად იზრდება.

CityPay.io საინტერესოა იმით, რომ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრე კომპანიებს გადახდების კრიპტოვალუტით მიღებასა და სასურველ ვალუტაში კონვერტაციას სთავაზობს. მისი მეშვეობით გადახდების მიღება მომენტალურად, მსოფლიოში ნებისმიერი წერტილიდან ხდება და არსებულ არხებთან შედარებით 5-ჯერ ნაკლები დანახარჯით.

სტარტაპმა უკვე მოიზიდა ასობით ათასი დოლარი და ინვესტიციების გენერირებასა და ზრდას კვლავაც განაგრძობს.

Kernel

324538316-1134757603876179-7493741326572094050-n-1673247419.png

Kernel მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური და საბუღალტრო საკითხების მარტივად მოსაგვარებლად შეიქმნა. მისმა გუნდმა გაითვალისწინა, რომ მცირე მეწარმეებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ბუღალტერიასა და დოკუმენტაციაზე მუშაობა და განავითარა პლატფორმა, რომლითაც აღნიშნული პრობლემა დაძლეულია. მისი მეშვეობით საბუღალტრო პროცესების მართვა ხორციელდება ციფრულად, რადგან მეწარმეები და ბუღალტრები ერთ სივრცეში, Kernel-ის პლატფორმაზე არიან გაერთიანებული და კოორდინირებულად მუშაობენ.

სტარტაპს ასევე მოპოვებული აქვს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს გრანტი და აქტიურად აგრძელებს განვითარებას.

Signify.ge

321765117-5711289778962687-6006136345528095954-n-1673247447.jpg

Signify.ge ელექტრონული ხელმოწერების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას აძლევს. საკმარისია მხოლოდ დოკუმენტის ატვირთვა და რამდენიმე კლიკი, ხელმოწერა გაკეთებულია და მზადაა გადასაგზავნად.

საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს მსგავსი სერვისის პლატფორმა, შესაბამისად, Signify უკონკურენტოა და კიდევ უფრო იზრდება.

პლატფორმა მოიცავს ორ მიმართულებას: 1. SignifyWeb – ელექტრონული ხელმოწერის ვებპლატფორმა (დისტანციური ხელმოწერის პროცესისთვის) 2. SignifyPad – ბიომეტრიული ხელმოწერები პადების საშუალებით (როცა ხელმოწერა ხდება კომპანიის ფილიალებში ან ოფისებში).

საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ტენდენცია სამომავლოდ, თუმცა ტექნოლოგიური სტარტაპების სიმრავლე და საქართველოში საერთაშორისო ტექკომპანიების შემოდინება ცხადყოფს, რომ აღნიშნული სფერო ისევ სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი იქნება.