საქმიანობის 5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასია საქართველოში

2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მე-3 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 904.8 ლარით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • განათლება - 920.4 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 978.6 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 138.7 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 146.3 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 229.5 ლარი.
თაია არდოტელი