გასული წლის იანვარ-ნოემბერში, საჰაერო გადაზიდვებში სავაჭრო ბრუნვამ პანდემიმდელ ნიშნულს გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში თვითმფრინავით გადაზიდვებმა 1,030 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 991,595 მლნ აშშ დოლარი, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში - 766,262 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის 11 თვეში - 903,799 მლნ აშშ დოლარი.
ამასთან, საქართველოდან ექსპორტზე საჰაერო გადაზიდვებით გასული წლის საანგარიშო პერიოდში 224,879 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც შეეხება იმპორტს - 805,407 მლნ აშშ დოლარის შემოვიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომლის იმპორტ-ექსპორტი (საჰაერო გადაზიდვებით), 2022 წლის 11 თვის მდგომარეობით, ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა.
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ცნობისთვის, მსოფლიოში სატვირთო ავიაგადაზიდვების მოცულობა 2022 წლის ნოემბერში, წლიური თვალსაზრისით, 13,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ანგარიშში წერია, რასაც „პრაიმი“ ავრცელებს.
IATA-ს ცნობით, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 10.1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სატვირთო ავიაგადაზიდვების მოცულობა წლიური მაჩვენებლით 14,2%-ით, ხოლო, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, 10,7%-ით შემცირდა.