საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ გზაზე ავტომობილით მოძრაობისას გასათვალისწინებელ 10 რჩევას უზიარებს.
ფედერაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოყინულ გზაზე გასათვალისწინებელი 10 რჩევა:
- სრულად გაასუფთავე ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);
- შეამოწმე საბურავების წნევა და დაუშვი 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);
- მოერიდე ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;
- დაიცავი სამჯერ მეტი დისტანცია;
- მუხრუჭის დროს თუ ჩაირთო ABS არ აუშვა მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;
- აკონტროლე უკან მომავალი მანქანის დისტანცია;
- დაუთმე გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია);
- დაღმართზე არ აკრიფო ინერცია;
- თუ მოგისრიალდა, გახსოვდეს, საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს საითაც გინდა, რომ წავიდეს მანქანა;
- თუ არ გიყენია თოვლის საბურავი, თავი შეიკავე მანქანით გადაადგილებისგან.
P.S. M+S არ არის მოყინული გზის საბურავი თუ არ აწერია winter ან არ ახატია თოვლის ფიფქი. გისურვებთ უსაფრთხო მართვას,“- წერია ფედერაციის „ფეისბუქ“ პოსტში.