2022 წელს ჩინეთის ეკონომიკა 3% გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკა 2022 წელს 3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

„ჩინეთის მშპ 2022 წელს წინასწარი მონაცემებით 3%-ით გაიზარდა და წლიურ გამოხატულებაში შეადგინა 121,021 ტრილიონი იუანი (17,9 ტრილიონი დოლარი)“ - წერია უწყების განცხადებაში.

ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული ზრდა დაბალია აქამდე ნავარაუდევ 5,5%-იან ზრდასთან შედარებით.

უწყების ცნობით, გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა 850,000-ით შემცირდა და შეადგინა 1,411 მილიარდი, მაშინ როცა 2021 წელს 1,412 მილიარდი იყო.

ამასთან, ქვეყნის ქალაქებში დღეისათვის ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 65%.

კოკა კვირკველია