2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, ადგილობრივი თევზის ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან 1,699 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, წინა წელს კი 546.5 ათასი აშშ დოლარის.
ამასთან, გაიზარდა იმპორტიც. კერძოდ, საქართველომ 2022 წელს 7,995 მლნ აშშ დოლარის ახალი, ან გაცივებული თევზი შეიძინა, 2021 წელს კი 5,007 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2022 წელს საქართველომ თევზი გაყიდა და იყიდა.
გასულ წელს ადგილობრივ თევზი მხოლოდ 3 ქვეყანაში, კერძოდ, სომხეთში (1,128 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანსა (536.0 ათასი აშშ დოლარი) და თურქეთში (35.1 ათასი აშშ დოლარი) გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, ჩამონათვალი ასეთია:
გარდა ამისა, 2022 წელს პროდუქტის იმპორტი შედარებით მცირე მოცულობით განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდანაც: სომხეთი, შრი-ლანკა, მაროკო, აზერბაიჯანი, ესტონეთი, შვეიცარია.