რუსეთში საზღვარგარეთის პასპორტების გაცემა აიკრძალა

რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 10-წლიანი მოქმედებით ბიომეტრიული პასპორტების - სამგზავრო დოკუმენტების გაცემა დროებით შეწყდა. ინფორმაცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში რეგიონულ მედიას დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, პასპორტის წარმოება ტექნიკური მიზეზების გამო, სავარაუდოდ, 2023 წლის მარტის შუა რიცხვებამდე გადაიდო.

ჩუვაშიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ პასპორტების წარმოება „განუსაზღვრელი ვადით“ გადაიდო. კამჩატკის ტერიტორიის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ახალი თაობის პასპორტები არ გაიცემა მიგრაციის ორ განყოფილებაში, ხოლო სხვა დეპარტამენტები დოკუმენტების მიღებას აგრძელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურმა დეპარტამენტებმა რეკომენდაცია გასცა, რომ ქვეყნიდან გამგზავრების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ძველი ნიმუშის საერთაშორისო პასპორტები ხუთი წლის ვადით გასცენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ რუსეთის საკონსულოებმა ბიომეტრიული პასპორტებისთვის დოკუმენტების მიღება დროებით შეწყვიტეს. მაშინ, როგორც სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განმარტა, მიზეზად ელექტრონული მედიის რეფორმირების საჭიროება დასახელდა. პასპორტების გაცემა კი სექტემბრის ბოლოს განახლდა.

ცნობისთვის, რუსეთში ახალი თაობის უცხოური პასპორტების წარმოება 20 იანვარს შეჩერდა.

ეკა დარჩიაშვილი